სამგორის რაიონში ავარიულად გათიშულ აბონენტებს გაზის მიწოდება ხვალ, დღის ბოლომდე აღუდგებათ

"ყაზტრანსგაზ - თბილისის" განცხადებით, სამგორის რაიონში ავარიულად გათიშულ აბონენტებს გაზის მიწოდება ხვალ, დღის ბოლომდე აღუდგებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან" აცნობეს, „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს სამშენებლო კომპანიამ შპს “არტი ფექს +” კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზსადენი დააზიანა, რის გამოც დღეს, 15:30 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეეზღუდა: ვარკეთილის ზემო პლატოს 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ კორპუსების, კალოუბნის ქ. 22, 24 დ. 2, 26 დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ კორპუსების, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), გახოკიძის ქ. 6, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა #210 ბაგა-ბაღი, # 108 საჯარო სკოლა, შპს ,,თეგეტა მოტორსი”, შპს ,,იფქლი 1”, საქართველოს რკინიგზის ფილიალი და სხვა.

„ადგილზე მობილიზებულია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სწრაფი რეაგირების ბრიგადები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია და მომხმარებლებისთვის გაზის დროული მიწოდება. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 23 აგვისტოს, 09:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისათვის. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა