დავით აფრასიძე - ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვას

„ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვას, რითაც საფრთხე არ შეექმნება საგნმანათლებლო დაწესებულებას“, - ამის შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ დავით აფრასიძემ განაცხადა.

„ის დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ, საბჭომ მიიჩნია, რომ იყო საფუძველი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიღებულია. ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვას, რითაც საფრთხე არ შეექმნება საგანმანათლებლო დაწესებულებას. დაწესებულების ყველა ქონება დაყადაღებულია, რაც არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა მათი მხრიდან“, - განაცხადა დავით აფრასიძემ.

2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია და 1 წლის ვადით სტუდენტთა მიღების უფლება შეეზღუდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს