მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს პირადად განუმარტა, რომ მათ აუცილებლად მიეცემათ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე პირადად შეხვდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს, რომელთაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ, - ამის შესახებ უწყების პრესრელიზშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა აბიტურიენტებს განუმარტა, რომ მათ აუცილებლად მიეცემათ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა, მათი ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურები გააცნო.

„მიხეილ ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ ამოცანას ყველა სტუდენტისა და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესის დაცვა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობების შექმნა წარმოადგენს”, - ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა