დავით ზალკალიანი - ჯერემი ჰანტის განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის მიერ და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე გამართული მოსმენისას გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი.

„მაშინ, როდესაც, გერმანიის კანცლერი ჩამოდის საქართველოში, მაშინ როდესაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს, თავის გამოსვლაში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას, მაშინ, როდესაც აშშ-ს სენატში იმართება მოსმენა, რომელზეც წარდგნენ აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები და დასმულ კითხვებშიც და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს. გაკეთდა განცხადებები როგორც სენატორების მხრიდან, ისე ვეს მიჩელის მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული წარმოადგენს მკაფიო პასუხს ოპონენტების კრიტიკაზე, თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა