ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე სხვა ვერსიებიც განიხილება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში სამართებლით მიყენებული ორი ჭრილობა აქვს, ერთ-ერთი ჭრილობა არტერიასთან ახლოსაა, რამაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო