სპეციალისტების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 54 სიმთვრალით იყო გამოწვეული

2018 წლის პირველ კვარტალში 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 54 გამოწვეული იყო სიმთვრალით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ და ჯანმრთელობის კვლევების კავშირის დირექტორმა მაია ბუწაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავარიების შედეგად, 107 ადამიანი გარდაიცვალა.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გადადგა მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა სამწუხაროდ, მაინც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თუკი 2005-2017 წლებში გვქონდა კლების ტენდენცია როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემები აღემატება წინა წლების იმავე პერიოდის მონაცემებს. ეს გასაკვირი არ არის იმდენად, რამდენადაც ალკოჰოლის მოხმარება პრობლემაა არა მხოლოდ ზრდასრული მოსახლეობისთვის, არამედ მოზარდებისთვისაც. საგანგაშოა ის, რომ მძიმე ეპიზოდური სმა ძალიან ხშირია და ერთ ჯერზე მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობა არის ძალიან მაღალი.

ყველაზე ყურადსაღები გახლავთ ის, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის სერიოზული პრობლემა ბავშვებში. 16 წლის ბავშვებში ჩატარებული 2015 წლის კვლევის მიხედვით, ძალიან მაღალია ამ ასაკში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი. კვლევის ჩატარების მომენტში 16 წლის ბავშვების 43% (ბოლო ერთი თვის განმავლობაში) მოიხმარდა ალკოჰოლს. 13 წლის ბავშვების დაახლოებით 60%-ს ღვინო უკვე აქვს მოხმარებული, 36%-ს კი სპირტიანი სასმელები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი უმრავლესობა ალკოჰოლს იღებს საკუთარ ან მეგობრის სახლში, ეს ნიშნავს, რომ ალკოჰოლის მიმღებლობა გვაქვს ძალიან მაღალი. ბავშვებს რეალურად ალკოჰოლისადმი სერიოზული ხელმისაწვდომობა აქვთ. არავინ ეკითხება მათ ასაკს და თავისუფლად შეუძლიათ მაღაზიაში შეძენა", - განაცხადა ლელა სტურუამ.

ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორმა, მაია ბუწაშვილმა პრესკონფერენციაზე ალკოჰოლით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ გაამახვილა ყურადღება.

"გულსისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებების წილში ალკოჰოლს, როგორც რისკ ფაქტორს, პირველი ადგილი უჭირავს. ძალიან ბევრია ალკოჰოლთან ასოცირებული ღვიძლის ციროზი. ჩვეულებრივი ქართული სმა, რაც ადამიანებში არ აღიქმება როგორც მავნე ჩვევად, სინამდვილეში იწვევს იმას, რომ ადამიანები 40-დან 50 წლამდე მხოლოდ ალკოჰოლის გამო მოდიან მძიმე დაავადებებით. ალკოჰოლის თუნდაც უმცირესი რაოდენობა იწვევს კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რთულია სწრაფი რეაგირება," -განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა