25 აგვისტოს „ბორჯომობა 2018“ აღინიშნება

25 აგვისტოს ბორჯომში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ბორჯომობა 2018“ აღინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამზადისი ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, წლევანდელი „ბორჯომობა" გამორჩეული და დასამახსოვრებელი იქნება, რადგან წელს ბორჯომს ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 100 წელი შეუსრულდა.

ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, სადღესასწაულო პროგრამაც სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.

„პროგრამა მრავალფეროვანია და დატვირთულია კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით. 12:00 საათიდან მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში ვიწვევთ ყველა მსურველს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. 14:00 საათიდან კი სანახაობრივი წარმოდგენები ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ადგილობრივებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ელით ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, კოსტუმირებული წარმოდგენები, ექსპერიმენტორიუმის შოუ, გასართობები ბავშვებისათვის, ასევე ფოლკლორული კონცერტი, კლასიკური მუსიკის კონცერტი და ბოლოს გალა კონცერტი ცნობილი მომღერლებისა და ანსამბლების მონაწილეობით. დავაჯილდოვებთ ბორჯომის საპატიო მოქალაქეებს“, - განაცხადა ბორჯომის მერმა.

დღის ბოლოს დღესასწაულს ფოიერვერკი დაასრულებს. ზეიმს დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეუული სტუმრები და უცხოელი ვიზიტორები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა