ჭიათურაში ნაპოვნი შველი ველურ გარემოში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ველურ გარემოში დააბრუნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურში, შველი ნახეს. მოქალაქის განმარტებით, შველი ღობეში იყო გახლართული და მისი დაცვის მიზნით, თავის საკარმიდამო ნაკვეთში გადაიყვანა.

შვლის გარეგნული დათვალიერების შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა და იგი ველურ გარემოში გაუშვეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა