„ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ მზადყოფნას გამოთქვამს, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხები დაინტერესებულ პირებთან განიხილოს

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით აქციას, რომელსაც მოძრაობა - „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გეგმავს, „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ეხმაურება და აცხადებს, რომ მოძრაობის მიერ ადგილი აქვს პროექტის ზეგავლენის თაობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიადან“ აცნობეს, „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე მიმდინარეობს უკვე ჩატარებული ყველა კვლევის დაზუსტება და ამავდროულად დასრულების ეტაპზეა ახალი კვლევები. ამასთან, პროექტის ტექნიკურ დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აღნიშნული საკითხი უკვე განხილულ იქნა სათემო საკონსულტაციო საბჭოების შეხვედრაზე.

„ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის ნებისმიერ ფორმას, თუმცა მიგვაჩნია, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვა პროდუქტიულ სამუშაო ფორმატში, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს განვიხილოთ პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რაც როგორც მოძრაობის წევრებს, ასევე ხეობაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აინტერესებს.

ჩვენი კომპანიის მიზანია, განახორციელოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა, პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით. სწორედ ამიტომ, პროექტის განვითარების ადრეულ ფაზაზე, საქართველოს ენერგო სექტორში პირველად და საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შეიქმნა და კვლავ გრძელდება თემის საკონსულტაციო საბჭოების ჩამოყალიბება. საბჭოების მთავარი მიზანია, სოფლების მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა კომპანიის წინაშე დააყენონ სოფლის თითოეული მცხოვრებისთვის პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ხოლო შეხვედრის დასრულების შემდგომ, ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია.

რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრების, რომელიც ჩვენს მიერ ხეობაში დაფუძნდა, მთავარ მიზანს წარმოადგენს „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშრებით ყველა დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურ რეჟიმში.

გარდა ამისა, კომპანიის თანამშრომლებს ყოველდღიურად აქვთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სათემო საინვენსტიციო პროგრამების შემუშავება და განვითარება. ნებისმიერი დიდი პროექტის სოციალური პასუხიმგებლობის ნაწილია განავითაროს რეგიონი, სადაც საქმიანობას ეწევა. ამ ეტაპზე რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკვე მიმდინარეობს რამდენიმე სოციალური პროექტი და გრძელვადიანად უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციები, რაც რეგიონის გრძელვადიან განვითარებას ემსახურება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რაც შეეხება უშუალოდ „ნამახვანი ჰესის“ პროექტს, როგორც „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიაში“ აცხადებენ, მიმდინარეობს უკვე ჩატარებული ყველა კვლევის დაზუსტება და ამავდროულად დასრულების ეტაპზეა ახალი კვლევები. პროექტის ტექნიკურ დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულებულია და აღნიშნული საკითხი უკვე განხილულ იქნა სათემო საკონსულტაციო საბჭოების შეხვედრაზე.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავმართოთ ფართო დიკუსია, როგორც კი კვლევები საბოლოოდ დასრულდება სადაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა და მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს ვისაუბროთ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც სათემო საკონსულტაციო საბჭოების ასევე ნებისმიერ, მისაღებ სამუშაო ფორმატში.

„ნამახვანის ჰესების“ კასკადი წარმოადგენს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ენერგო პროექტს, რომელიც შემუშავებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდისა და „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ელექტროენერგიას, ენერგო უსაფრთხოებას და მშენებლობის ეტაპზე 3000 სამუშაო ადგილის შექმნას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად. პროექტი წარმოადგენს 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტიციას ქართულ ენერგო სექტორში“, - აღნიშნავენ „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიაში“.

მათივე განცხადებით, მოძრაობის მიერ ადგილი აქვს პროექტის ზეგავლენის თაობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. კერძოდ, კომპანიაში აცხადებენ:

„კვლევები ადასტურებს, რომ პროექტის მშენებლობას და ოპერირებას არ ექნება უარყოფითი ზეგავლენა ტვიშში არსებულ ყურძნის ჯიშებზე. კაშხალი განთავსდება სოფლიდან ერთი კოლომეტრის დაშორებით.

დაგეგმილია ჯამურად, დაახლოებით, 50 ოჯახის განსახლება და არა 16 სოფლის როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ. ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კონპენსაციით

კაშხლების პროექტირება განხორციელებულია წამყვანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი სიმძლავრის მიწისძვრისა წყალდიდობის მიმართ მდგრადობას.

კულტურული ძეგლები არ ექცევა პროექტის ზეგავლენის ქვეშმეწყრული პროცესების რისკი არ გაიზრდება და მიმდინარე პროცესების სტაბილიზების მიზნით, ჩატარდება გარკვეული სამუშაოები მშენებლობის მიმდინარეობის ფარგლებში“, - ნათქვამია „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო