ზაზა გაბუნიამ საარჩევნო ოლქში მდებარე ავარიული სკოლები დაათვალიერა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ მურღულიასთან ერთად N19 საარჩევნო ოლქში (თემქა და სანზონა) მდებარე ავარიული სკოლები დაათვალიერა.

დეპუტატის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში ჩასატარებელია ფუნდამენტური სამუშაო, ზოგან კი ცალკეული ინფრასტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი ფუნქციით განაპირობებს სკოლის შენობის მდგრადობას ან გავლენას ახდენს იერსახეზე, საჭიროებს განახლებას და შეცვლას.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საქმე ბავშვებს და მათ უსაფრთხო გარემოში სწავლას ეხება. ამისთვის კი ენერგია და რესურსები არ უნდა დავზოგოთ. დღეს, განათლების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ თემურ მურღულიასთან ერთად, ჩემს საარჩევნო ოლქში (თემქა და სანზონა) მდებარე საჯარო სკოლებს ვესტუმრეთ, ვითარება ადგილზე, სკოლების ხელმძღვანელებთან ერთად შევაფასეთ და სამომავლო გეგმებზე შევთანხმდით“, - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას კომენტარს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს