ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის ფილმების შერჩევა დაასრულა

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის ფილმების შერჩევა დაასრულა. ბათუმის კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ტარდება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერიაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი: მკვდარი ცხენის ნისლეული, ტარიკ აკტაშ, თურქეთი, 2018; 73 წთ, დონბასი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ, მარცვალი, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ, ლაზარესავით ბედნიერი, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ, ჰორიზონტი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ, შეხტომა, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ, პანიკური შეტევა, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ, რეი და ლიზი, რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი, 2018; 107 წთ, სტიქსი, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ და თარჯიმანი, მარტინ სულიკ, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.

„მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციებია: საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა სერგეი რახლინი (აშშ) - „ოქროს გლობუსის“ წარმომადგენელი (ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის, უცხოენოვანი ფილმების კომიტეტის თავჯდომარე).

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 8 ფილმი: სიცოცხლის კიდევ ერთი დღე, დამიან ნენოვ, რაულ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ესპანეთი/გერმანია/ბელგია/უნგრეთი, 2018; 84 წთ, დროის ხიდები, ოდრიუს სტონის, ლატვია, 2018; 80 წთ, შორეული თანავარსკვლავედი, შევაუნ მიზრაჰი, აშშ/ჰოლანდია, 2017; 82 წთ, მშიერი აჩრდილების კუნძული, გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/აუსტრალია; 2018, 94 წთ, მამების და შვილების შესახებ, ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი, 2017წ; 99 წთ, ზღვარს მიღმა, მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი, 2017; 54 წთ, შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის, სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი, 2017; 81 წთ და ორსონ უელსის თვალები, მარკ კუსინს, დიდი ბრიტანეთი, 2018; 115 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციებია - საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი კინორეჟისორი - ვიტალი მანსკი (ლატვია/რუსეთი)

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციებია კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა