მამუკა ბახტაძე - დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის, გერმანიის მხარდაჭერა

ჩვენ კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის, გერმანიის მხარდაჭერა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.

„ჩვენ კანცლერ მერკელთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის, გერმანიის მხარდაჭერა. რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. დღეს, სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ქალბატონო კანცლერო, ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და ევროპული დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანის თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები იქნება დაცული, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავისი შესაძლებლობებისა და ნიჭის ღირსეულ რეალიზაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

„ასევე, ჩვენი მხრიდან გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, რომელთა მიზანია შერიგებისა და ნდობის აღდგენა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ გერმანია გამორჩეულ როლს თამაშობს და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო