ტომას ბარაიბი - „დოიჩე ბანი“ საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ ქართულ მედიასთან საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთადელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში „დოიჩე ბან“-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტზე, „საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბან“-ის თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მხარესთან „დოიჩე ბანი“ ამ მიმართულებით იწყებს თანამშრომლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც საქართველო, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნებზე გასასვლელად. საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი ფუნქცია არა მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორის შექმნის, ასევე მასში შემავალ ქვეყნებს შორის დაკავშირების მიმართულებით, რითიც „დოიჩე ბანი“ ძალიან დაინტერესებულია“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ.

„დოიჩე ბანი“ ერთ-ერთი იმ კომპანიათა შორის, რომელთა აღმასრულებელი დირექტორებიც საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და ქართველ საქმიან კოლეგებთან 24 აგვისტოს მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას.

„პირველად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და გერმანულ სარკინიგზო კომპანიას შორის 2016 წელს გაფორმდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზას“ მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა,“ - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს