“ნაციონალური მოძრაობა“ ანგელა მერკელთან მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის დაყენებას გეგმავს

"ნაციონალური მოძრაობა" გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის სანქცირების საკითხს დააყენებს. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა, საქართველოს პრემიერისგან გუშინ ვერ მოისმინა, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ეს საკითხი დააყენა.

"გერმანიის კანცლერთან, პირველ რიგში, ვაპირებთ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს. მისი შეფასებები, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ხედავს ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე საკუთარ რეალობას როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. მსურს იმაზე საუბარი, თუ ჩვენი ხედვით რა შეიძლება გააკეთოს დღეს გერმანიამ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა ქართველ მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ასევე ვაპირებთ საუბარს სანქციებზე რუსეთთან მიმართებაში, რადგან ვნახეთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ საუბრობს ამ საკითხზე. ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან გუშინაც ვერ მოვისმინეთ, რომ ქართულმა მხარემ ეს საკითხი დააყენა გერმანიის კანცლერთან და ჩვენ ვაპირებთ, როგორც ოპოზიცია, რომ ამ საკითხზე ვისაუბროთ. ასევე ძალიან ხმამაღლა ვაპირებთ იმის თქმას, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებისათვის არის ერთადერთი გარანტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და შესაბამისად, ევროპული უსაფრთხოებისთვისაც", - განაცხადა სამადაშვილმა.

ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი "თბილისი მარიოტში" ხვდება. შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსა" ლიდერები ესწრებიან, კერძოდ, გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა