ანგელა მერკელი გიორგი მარგველაშვილს - ბატონო პრეზიდენტო, მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა შევძელი პირობის შესრულება - მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები

ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინდელ შეხვედრაზე განუცხადა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ხედავს საქართველოს ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისა და დემოკრატიის გზაზე. „ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა მერკელმა.

როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა. ,,მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის განმავლობაში“, - მიმართა გიორგი მარგველაშვილს ანგელა მერკელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა