GWP - თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქსელზე მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდება

24 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ნატახტრის სათავე ნაგებობასთან მდებარე მაგისტრალურ ქსელზე სტრატეგიული მნიშვნელობის სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ GWP-დან აცნობეს.

“თბილისის ერთ-ერთ მაგისტრალურ მკვებავ ქსელზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ახალი თანამედროვე სისტემა მოაწყო, ქსელის მოდერნიზაციის მიზნით ასევე დამონტაჟდა ევროსტანდარტის შესაბამისი 6 ჩამკეტი ურდული და 3 ტუმბო-აგრეგატი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდის რაიონებს კვების ალტერნატიული წყარო ექნება, რაც ურბანული განვითარების პარალელურად ხელს შეუწყობს ქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას” , - განაცხადა კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს კომპანია დღეს განახორციელებს.

„ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 24 აგვისტოს, დილის, 11:00 საათიდან 25 აგვისტოს, დილის 07:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონებში: სოფ. დიღომს; ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და ნუცუბიძის მ/რ-ებს; ყაზბეგის გამზირის N30-N46-ის ჩათვლით, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს;

გლდანი რაიონში: ავჭალის გზატკეცილს; წინამძღვრიშვილის,, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა