დედაქალაქის ხელმძღვანელობა ნაძალადევის რაიონში გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებს

დედაქალაქის ხელმძღვანელობა დღეს ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ქუჩაზე (კინო „საქართველოს“ მოპირდაპირე მხარეს) გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები, კომპანიის ხემლძღვანელობასთან ერთად დაათვალირებენ.

კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში 23 000 მეტრის ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ რაიონში არსებული ძველი გაზსადენი გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. ძლიერი კოროზიისა და დაზიანების გამო აღნიშნული გაზსადენი მთლიანად შეიცვლება.

კომპანიის ინფორმაციით, გაზსადენის მშენებლობის პარალელურად აღნიშნულ ტერიტორიაზე 8500 აბონენტის მრიცხველების გარე მონტაჟი (ე.წ. გარეთ გამოტანა) მიმდინარეობს. ამასთან, კომპანიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული აბონენტების შიდა გაზგაყვანილობის რეაბილიტაციაც მოხდება.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობის გაზმომარაგება კიდევ უფრო მეტად გახდება უსაფრთხო. ასევე, საგრძნობლად შემცირდება ბუნებრივი გაზის დანაკარგი.

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა