დავით ბაქრაძე - ანგელა მერკელი თანახმაა, გერმანიაში მყოფი ქართველების ლეგალურად დასაქმების კუთხით მუშაობა დაიწყოს

დღევანდელ შეხვედრაზე ჩემი დაყენებული კონკრეტული თხოვნა იყო, მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად მუშაობის საშუალება და კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა, დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერთან "ძალიან გულწრფელი და კარგი შეხვედრა გაიმართა“.

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს. შემიძლია გითხრათ ორი კონკრეტული შედეგი ამ შეხვედრიდან: პირველი, მე დავაყენე საკითხი და გვქონდა თხოვნა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიას და სანქციებს და კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს სანქციებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის მიხედვით; მეორე ჩემი დაყენებული კონკრეტული თხოვნა იყო, მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა, დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. ვფიქრობ, ეს ორივე შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, მიჰყვეს ამ შეთანხმებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში. ორივე შედეგი - სანქციების შემოღებაც და ქართველების დასაქმებაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, მთავრობამაც, საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, საელჩომაც ყველაფერი გააკეთოს ამ შეთანხმების კონკრეტულად და პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარებისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა