აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას კონსტიტუციის დღეს ულოცავს

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოსახლეობას კონსტიტუციის დღეს ულოცავს.  „24 აგვისტოს ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ისტორიულ თარიღს, ვუსურვებ ერთიან, ძლიერ, გაბრწყინებულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ახალი რედაქცით ჩამოყალიბდა საქართველოს კონსტიტუცია. მასზე თვეების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაც გახლდით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით ფუნდამენტურად შეიცვალა ჩვენი ქვეყნის მმართველობის ფორმა, შესაბამისად სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი და საარჩევნო სისტემა.

სახელმწიფოს უზენაესი კანონის შინაარსისა და ფორმის ცვლილებიდან გამომდინარე, შეიცვალა საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. კონსტიტუციის დღის შემოღება საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებას უკავშირდება. თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ კონსტიტუცია ჯერ კიდევ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო და ამ კანონით განსაზღვრული იყო ქვეყნის საპარლამენტო მოდელი.

სამწუხაროდ, ისტორიულმა რეალობამ დოკუმენტს ამუშავების შესაძლებლობა არ მისცა - ოთხ დღეში ქვეყნის გასაბჭოებამ, სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა საქართველო.

საბედნიეროდ, ისტორიამ ახალი რეალობებიც მოიტანა - გასული საუკუნის 90-იანი წლების დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა და ფუნდამენტურად შეცვალა ქვეყნის მმართველობის ფორმა, მისი განვითარების გზა და არჩევანი. 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გამარჯვების სამართლებრივი დადასტურება გახლდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო