ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან ბიუჯეტის შესრულებისა და ჭარბვალიანობის საკითხები განიხილა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინ შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის განსახილველი საკითხები იყო: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და ჭარბვალიანობა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად 5.7% - ით გაიზარდა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით კიდევ უფრო შემცირდა, მნიშვნელოვნად იზრდება როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტმა მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, მათ შორის, საბანკო და საგადასახადო მიმართულებით. აღნიშნული ცვლილებების მიზანი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა