მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა

ტილო, რომელიც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჩუქრად გადასცა, ქუთაისში მცხოვრები კერძო პირის მფლობელობაში იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნამუშევარი წარმოადგენს პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის (1616-1681) ფერწერას სახელად „ნატურმორტი კურდღლით“ და შესრულებულია ზეთის საღებავით ტილოზე.

მათივე ინფორმაციით, ტილო საქართველოს ხელისუფლებას კერძო პირმა უსასყიდლოდ გადასცა, რომელიც მან თავის მხრივ, კერძო კოლექციონერისგან შეისყიდა. 

მე-17 საუკუნის ფერწერული ტილო დრეზდენის გალერეის ექსპონატად ირიცხება და აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა