დავით ზალკალიანი - არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან მიმართებაში

არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან მიმართებაში,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში განუცხადა, სადაც მან გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი შეაჯამა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით სერიოზული პროგრესი აქვს.

"არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან მიმართებაში და არც ნატოსთან მიმართებაში. 2008 წლიდან 2012 წლამდე გაიხსენეთ, როგორი დაპირებები გქონდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს მიიღებენ ნატოში, ხვალ საქართველოს ექნება მაპ-ი. მერე, როცა მაპ-ი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ საქართველომ მაპ-ზე უკეთესი მიიღო. აი, ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება დღეს ძალიან კარგად ხედავს რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება და ეს ყველაფერი არჩევნების დროს გამოჩნდება. საზოგადოებამ 2012-ში და 2014-ში ეს არჩევანი ორჯერ უკვე გააკეთა. ნატოსთან ინტეგრაციის კუთხითაც გვაქვს სერიოზული პროგრესი. ამაზე გვქონდა გერმანიასთან საუბარი. არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად. არ არის კონსენსუსი გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, ამერიკელ და გერმანელ პარტნიორებთან“,- განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა