ბობოყვათში, საზაფხულო ბანაკი კონფლიქტური რეგიონებიდან სხვადასხვა ეროვნების 75 მოზარდს მასპინძლობს

14-25 აგვისტოს, ბობოყვათში, საზაფხულო ბანაკი კონფლიქტური რეგიონებიდან სხვადასხვა ეროვნების 75 მოზარდს მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდიდან „ლაზარე“ აცნობეს, საზაფხულო ბანაკი 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის იმართება და იგი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.

„საზაფხულო ბანაკი წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილას დაქირავებულ შენობაში იმართებოდა. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გადაწყვეტილებით, წელს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ბობოყვათის რეზიდენციაში დაგვეთმო შენობა და ფართი, რაც ამ პროექტისადმი პატრიარქის დიდ მზრუნველობაზე მეტყველებს“, – აცხადებენ ფონდ „ლაზარეში“.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს - ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის ძირითადი კომპონენტია 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, აფხაზი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკების მოწყობაა.

ფონდის ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა საქართველოსა და სომხეთში ორ ეტაპად იმართება და ორიენტირებულია მოზარდების ერთმანეთთან დაახლოებაზე, ტოლერანტული გრძნობების ჩამოყალიბება–განვითარებაზე. ამ მიზნით საზაფხულო ბანაკში ჩატარდა მრავალფეროვანი ღონისძიებები. კერძოდ: სესიები კონფლიქტების მედიაციასა და ტრანსფორმაციაში, კონფლიქტების თემაზე მოეწყო ფილმის ჩვენება, დისკუსია, უცხო ენის მოკლე კურსები, სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური ღონისძიებები, თემატური საღამოები, ფლეშ-მობი და სხვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა