ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ სოფელ ცხემლარაში, ზურაბ სალვარიძის ოჯახში, ისტორიული მარანი დაათვალიერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მარანი მე-11 საუკუნის ძეგლს წარმოადგენს. ხელნაკეთი მარანი თაღოვანი ფორმისაა და უკვე დიდ ტურისტულ ინტერესს იწვევს.
„ამჟამად მარნის მიმდებარედ სამეურნეო ტიპის შენობა დგას, რომელსაც ოჯახი დანიშნულებისამებრ იყენებს. მერი სალვარიძეების ოჯახს სამეურნეო შენობის სხვა ადგილას გადატანას და მარნის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას დაჰპირდა. როგორც მერმა აღნიშნა ტრადიციული ქართული მარნის ისტორიული ფორმის შენარჩუნება და მარანთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მაჭახელას ხეობაში სოფლის ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – აცხადებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.