ზესტაფონის მერიაში მერობის ყოფილი კანდიდატის ბრალდებებს უსაფუძვლოს და ცილისმწამებლურს უწოდებენ

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დღეს ზესტაფონის მერობის ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა და გზის ჩანგრევის მიზეზებზე ისაუბრა. გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების უკანონო მოპოვება ისევ გრძელდება, რამაც, გზების დაზიანება გამოიწვია. გოგლიჩიძის განმარტებით, მიმდინარე წელს მსგავსი ფაქტი არერთხელ დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ამ მოვლენების სათავეში დგანან მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და მისი ძმა. გოგლიჩიძე ხელისუფლებას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძე განმატავს, რომ ბრალდება უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.

„ყველამ იცის, რომ ზესტაფონში მანგანუმის მოპოვება 7-8 წლის წინ ხდებოდა და ახლა მივიღეთ ეს შედეგი, რაც გზის დაზიანებას გულისხმობს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი გზით ჩავერთოთ ამ საკითხის შესწავლაში. მივმართეთ ყველა უწყებას მოხდეს შესწავლა, რამდენად არის საფრთხის შემცველი ეს მდგომარეობა. უბრალოდ, არ ვიცით ამ აბსურდულ და ცილისმწამებლურ ბრალდებაზე რა კომენატრი უნდა გავაკეთოთ. რა შუაშია კახა მახათაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოვიდა მერიაში. კახა შავგულიძე, რომელიც ბრიფინგს მართავს ამ თემაზე, ბოლო ათი წელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მაშინ, როდესაც მანგანუმის მოპოვება მიმდინარეობდა და რომელმაც ეტყობა გაცილებით მეტი იცის, რას აკეთებდა ამ წლების მანძილზე“, - განაცხადა ეკატერინე დუგლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს