ბიუჯეტის პრიორიტეტები გურიის რეგიონისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იგეგმება

რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებს, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული თემები, რეგიონის პრიორიტეტები და საჭიროებები, პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მინისტრმა და მოადგილეებმა, უშუალოდ, თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მოისმინეს რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ადგილებზე არსებობდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტანდარტების შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა, ასევე გამართულად მუშაობდეს და ყურადღება მიექცეს კულტურის, სპორტის, სამედიცინო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მნიშვნელობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ანალოგიური შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში უკვე გამართა. წლის ბოლომდე, მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრა, საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო