ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იმერეთის მხარის ახალი გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე იმყოფებოდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იმერეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე იმყოფებოდა.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მერის მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გუბერნატორი გაეცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებს, გამოწვევებსა და პრობლემებს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ სფეროში უკვე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე.

„საკმაოდ ნაყოფიერი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს ჯანსაღი და ნდობაზე დამყარებული. გპირდებით, რომ ძალიან ხშირად ვიქნები თითოეულ მუნიციპალიტეტში და ადგილზე გავეცნობი პრობლემებს. რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, მინდა ღირსეულად ვემსახურო ჩემს ხალხს“, - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ.

მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, მადლობა გადაუხადა გუბერნიის ახალ ხელმძღვანელს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „სრულ მზადყოფნაში ვართ იმერეთის მხარის ახალ ხელმძღვანელობასთან სათანამშრომლოდ. იმედს ვიტოვებთ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგების მომტანი იქნება ზესტაფონისათვის და მთლიანად იმერეთის მხარისთვის“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა