დედაქალაქის მერი კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ქვეყანას ახალი, ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია ექნება. „მინდა მივულოცო ყველას ეს მნიშვნელოვანი დღე. კონსტიტუცია ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი იურიდული დოკუმენტია. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულია. კონსტიტუციაზე მუშაობდა არამხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ საზოგადოების ფართო წრე, სხვადასხვა ექსპერტები. დოკუმენტის მიღების შემდეგ, ჩვენ გვექნება ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია და საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა რონალდ შტოირერმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კონსტიტუცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო