დავით დონდუა - საოკუპაციო რეჟიმების ლიდერებთან პუტინის შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას მოსკოვის მხრიდან

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერებთან წარმოადგენსსაქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას მოსკოვის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და მიმდინარე ოკუპაციის უკანონო შედეგების ლეგიტიმაციას.

„საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილებას და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრას რუსეთის მხრიდან. სწორედ ამიტომ მთელი ათი წლის განმავლიბაში საერთაშორისო თანამეგობრობა იყო და არის ერთიანი და პრინციპული, მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებსა და პრინციპებს და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, საქართველოდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ“, - განაცხადა დონდუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა