გოგონების საერთაშორისო ბანაკი „ქალები მეცნიერებაში“ საზეიმოდ დაიხურა

თბილისის საკრებულოს დარბაზში გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე 4 ქვეყნის 100-ზე მეტი 15-18 წლის გოგონები იყვნენ მიწვეული, რომლებიც საქართველოში პირველად 13-24 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ.

დახურვის ცერემონიაზე ღონისძიების მონაწილეებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა სინტია ჰუგერმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა მიმართეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მაგდა მაღრაძემ განაცხადა, საქართველომ პირველად უმასპინძლა მსგავსი ტიპის საერთაშორისო ბანაკს გოგონებისთვის, სადაც იმყოფებოდნენ გოგონები საქართველოდან, ამერიკიდან, აზერბაირჯანიდან და სომხეთიდან. მაღრაძის განცხადებით, ბანაკი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ დააფინანსა და გაეროს ფონდმა GIRL UP-მა განახორციელა.

ბანაკის მიზანია, გოგონებში ხელი შეუწყოს ტექნოლოგიების გამოყენებას და ისინი ამ მიზნით გაეცნენ „ინტელის“, „გუგლის“, „მაიკროსოფტის“ შეთავაზებულ ახალ ტექნოლოგიებს. „აღნიშნული კომპანიების 70-მდე ტრენერმა მათ ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუტარა. ეს ბანაკი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში ამ მასშტაბის ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. მათ 4 ქვეყნის წარმომადგენელ გოგონებს ტექნოლოგიებში ცოდნის გაღრმავება შესთავაზეს“, - განაცხადა მაღრაძემ. მაღრაძე იმედოვნებს, რომ მომავალში გოგონები ტექნოლოგიურ და საინჟინრო პროფესიებს შეარჩევენ, რაზეც დღეს მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

თავის მხრივ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ახალგაზრდობის ჩართულობას, რაც მათ კარიერულ წინსვლაში გამოადგებათ. „ვფიქრობ, აშშ-ს მხრიდან აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალგაზრდებს, მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად მიიღონ საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა იქნებდა ჩართული“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა