საგზაო სამუშაოების გამო, დღეს, ვახუშტის ხიდიდან „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება

25 აგვისტოს, 10:00 საათიდან, ვახუშტის ხიდიდან „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, 10:00 საათიდან, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე. საპირისპირო მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აღნიშნულ მონაკვეთზე აწარმოებს გზის რეაბილიტაციას - იგება ასფალტის საფარის ზედა ფენა. სამუშაოები 27 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დასრულდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო