ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის უარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენაზე "პოლიტიკურ უსუსურობას" უწოდებს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის უარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენაზე "პოლიტიკურ უსუსურობას" უწოდებს. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა გასდის და დადგა იმის წინაშე, რომ საკუთარი საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულოს.

"ამ მომენტში მან დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, არც საზოგადოებაში. მან ვერ შეძლო კანდიდატის წარდგენა და ცდილობს საბაბად მოიყვანოს, რომ უმრავლესობა არ დაუმტკიცებს კანდიდატურას და მას აპრიორი არ წარადგენს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, პრეზიდენტს წარმოუდგენია კანდიდატურა, არ დაგვიმტკიცებია, შემდეგ თავიდან წარმოუდგენია და დაგვიმტკიცებია. ეს ის ნათელი მაგალითია, როდესაც ის თავის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს",- აღნიშნა სესიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს