სალომე ზურაბიშვილი - ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლა და წასვლა საოკუპაციო ხაზზე, იყო ძალიან სიმბოლური

ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი წასვლა საოკუპაციო ხაზზე იყო ძალიან სიმბოლური, - ასე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერის საქართველოშო ვიზიტს.

ზურაბიშვილის თქმით, გერმანიის გამოყოფა ევროპის სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ოკუპაციის თემაზე, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია და გერმანია საქართველოს გვერდით აქტიურად დგას.

"ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი წასვლა საოკუპაციო ხაზზე იყო ძალიან სიმბოლური. ის იქ იდგა ევროკავშირის მისიასთან ერთად და ის კადრები, რომელიც გავრცელდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთმაც ნახა ალბათ ეს კადრები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ეს ეხება იმ ქვეყანას, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი მისიის და რომელზეც ხშირად ისმის, რომ შეიძლება ეს არ გაგრძელდეს. ოკუპაციის საკითხში გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის არ არსებობს განსხვავება, ასეთი განსხვავების დანახვა რუსეთის მუდმივი სტრატეგიაა. ეს გაყოფა ევროპის ქვეყნების არის მხოლოდ რუსეთის ინტერესში. ჩვენ არ ავყვეთ არც ქართული ოპოზიციას და არც რუსეთის ინტერესებს და დავინახოთ ის, რაც იყო მუდმივად - გერმანიის მხარდაჭერა",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო