ფრანკფურტის River Bank Festival-ზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი

ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალი, ქართული სცენიდან ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ჩხიკვიშვილმა გახსნეს. გახსნას ასევე ესწრებოდნენ ფესტივალის კოორდინატორი ირინა საგანელიძე, საქართველოს კულტურის ატაშე გერმანიაში დუდანა მაზმანიშვილი და მოწვეული სტუმრები.

პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

ფესტივალი ანსამბლმა “ირიაო”, მიშო ურუშაძემ, KORDZ/Zagareli&Strings-;მა და ლუკა ნაკაშიძემ გახსნეს.

სამი დღის მანძილზე, დაგეგმილია კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შესმრულებლები: ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE, ანსამბლი ,,ირიაო“, KORDZ / Zagareli & Strings, ლუკა ნაკაშიძე და მიშო ურუშაძე, ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი; ასევე, ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება - ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები; ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი. პროექტის - ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები; მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი, მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფესტივალში ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა