28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტეპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

27 აგვისტოს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა მცირე წვიმა. 28 აგვისტოს კი, კვლავ უნალექო, მზიანი ამინდი იქნება.

28 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით 30–35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 28–33 გრადუსი, ხოლო თბილისში – 32 გრადუსი.

იხილეთ ვიდეო: იქნება თუ არა უნალექო ამინდი აგვისტოს ბოლომდე? - გაეცანით პროგნოზს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა