ცესკო - რამდენიმე საოლქო კომისიაში არაიდენტიფიცირებული პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის შინაარსიც მიუღებელია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან

რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში არაიდენტიფიცირებული პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის შინაარსიც მიუღებელი და შეუსაბამოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცეკოს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მნიშვნელოვანად მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამდენადაც ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, არამედ საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობაც.

რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში არაიდენტიფიცირებული პირების მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის შინაარსიც მიუღებელი და შეუსაბამოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან. კერძოდ, უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან.

ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც, ვითომდა მათ მიერ „გადაგზავნილი“ საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად. ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის, თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში და ა. შ.

ცესკო არ გამორიცხავს ამგვარი ქმედებების გაგრძელებას, შესაძლო დამუშავებული ჩანაწერების გავრცელებას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ - საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს. დაკომპლექტებულია პროფესიული კადრებით, ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნებით, მოქმედებს ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი პროვოკაციული ქმედება ვერ შეუშლის ხელს ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები.

ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც საქმიანობისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს