ჰოლანდიაში აფხაზეთის დღეები „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ გაიმართება

ნიდერლანდების სამეფოში, 4-6 ოქტომბერს, აფხაზეთის დღეები სახელწოდებით „დავიბრუნოთ ერთმანეთი“ გაიმართება. ღონისძიება კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს.

იდეისა და პროექტის ავტორების, "ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის" დამფუძნებლის, თიკა სვანიძე-ვენკოს და ცენტრის მრჩევლის, ლალი ბუთბაიას განცხადებით, აფხაზეთის დღეები 4 ოქტომბერს საქართველოს საელჩოში ოფიციალური მიღებით, გამოფენით და აფხაზეთის თემატიკით გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, 5 ოქტომბერს კი ამსტერდამში საგანმანათლებლო-გაცნობითი შეხვედრა და პრეზენტაციები მოეწყობა. ამასთან, 6 ოქტომბრის ღონისძიებები ქართველი მხატვრების გამოფენით გაგრძელდება. ასევე, გამოიფინება კომპანია „“მარიგოლდის“ მიერ შექმნილი ნაციონალური კოსტუმები აფხაზეთის თემატიკით.

აფხაზეთის დღეები ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის კონცერტით დაიხურება. ასევე, კონცერტში მონაწილებას მიიღებს ჰოლანდიაში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “მერანი”. ორი დირიჟორის - ქეთევან წიკლაურის და ივო ბოსვაიკის ხელმძღვანელობით ჰოლანდიელი მომღერლები სტუმრებისთვის ქართულ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.

პროექტის ორგანიზატორების ცნობით, ღონისძებაზე სპეციალურად მოწვეულები არიან ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი გიორგი ალექსანდრია და VOICE of Germany-ს 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუა.

„ოცი წელია ემიგრანტის სახელს ვატარებ. სადაც არ უნდა ვიყო, სადაც არ უნდა ვიცხოვრო და რა დროც არ უნდა გავიდეს - მე ყოველთვის ვიტყვი, რომ ჩემი სამშობლო აფხაზეთია და სანამ ჩემს მშობლიურ გალში არ დავბრუნდები იმ დრომდე ვეცდები ყველას გავაგებინო აფხაზეთის პრობლემის შესახებ. ამ სამ დღიან ღონისძიებას შეგნებულად ვუწოდე „დავიბრუნოთ ერთმანეთი“. რაც დაპირსპირებამ გააფუჭა - საღმა აზრმა, კულტურამ და მეგობრობამ უნდა აღადგინოს. ჩემი შვილებიც ამ სულისკვეთებით ცხოვრობენ. „ქართული კულტურის ცენტრშიც“ ძირითადი ბირთვი აფხაზეთიდან წამოსული ემიგრანტები ვართ და ერთად ვაკეთებთ ქართულ საქმეს“, - განაცხადა ლალი ბუთბაიამ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოამდგენლები, სოხუმის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და სხვა ოფიციალური პირებიც არიან მიწვეული.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი ღონისძიების გამართვის იდეა გაუჩნდა. აფხაზეთის თემა მუდმივად აქტუალური უნდა იყოს. მსგავსი შეხვედრები აუცილებელია - მით უფრო უცხოეთში. უცხოეთიდანაც უნდა შევახსენოთ მსოფლიოს საქართველოს ოკურპირებული ტერიტორიების პრობლემა - აფხაზეთის თემისა და ამ საკითხის იდეოლოგიისთვის ჰოლანდიაში დაგეგმილი აფხაზეთის დღეები "დავიბრუნოთ ერთმანეთი" არაჩვეულებრივი იდეაა“, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ.

ჰოლანდიაში დაგეგმილ ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაცაა მიწვეული.

„ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. ამით ევროპას და ზოგადად, მსოფლიოს შევახსენებთ აფხაზეთის ოკუპაციის პრობლემას. რაც უფრო მეტი უცხოელი გაიგებს აფხაზეთის შესახებ, უკეთესია. მე ვიცი ამ პროექტის განხორციელებას დიდი დრო, ენერგია და ადამიანური რესურსი ესაჭიროება. ამ ღონისძიების ორგანიზატორების ნაწილი აფხაზეთიდანაა და ვიცი სულსა და გულს ჩადებენ საქმეში“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ჰოლანდიაში აფხაზეთის დღეებში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძეც მიიღებს.

„აფხაზეთის კულტურის დღეების ორგანიზება განსაკუთრებით მნიშვნელობას სწორედ იმიტომ იძენს, რომ მის ორგანიზებაში უშუალოდ აფხაზეთიდან ომის შედეგად ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამემამულეები იღებენ აქტიურ მონაწილეობას. კარგია, როდესაც ჩვენს ევროპელ მეგობრებს საშუალება მიეცემათ მიიღონ სწორი ინფორმაცია აფხაზეთზე, მის ისტორიაზე, დღევანდელ დღეზე, კულტურაზე, რომელმაც აყვავების ხანა სწორედ საქართველოს შემადგენლობაში გაიარა. ჩვენმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსული ოკუპაციის შემდეგ პროცესები აფხაზეთში, სამწუხაროდ სწრაფად განვითარდა უკუ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად დაიხურა აფხაზური სკოლები, არანაირი მხარდაჭერა არა აქვს კულტურას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან და ასეთმა დამოკიდებულებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა აფხაზურ კულტურას დ აფხაზი ხალხის მომავალს. ჩვენ, ქართველებმა დ აფხაზებმა უნდა გავითავისოთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, ერთმანეთის გულების დაბრუნებას ალტერნსტივა არ გააჩნია და რომ მხოლოდ ეს გზა არის ის გზა, რაც ერთნაირად საციცოხლოდ მნიშვნრლოვანია როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მიესალმება ასეთ აქტივობას ქართულ ემიგრაციაში დ ქართულ დიასპირებში ყველა ქვეყანაში, სადაც ჩვენ დიასპორა გაგვაჩნია“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

"ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ "ქართული კულტურის ცენტრმა" ასეთ მნიშვნელოვან პროექტს შეასხა ფრთები. მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, ელგუჯა გვაზავას და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესმ ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, უღრმესი მადლობა "ქართული კულტურის ცენტრის" მრჩეველსმ ქალბატონ ლალი ბუთბაიას გაწეული შრომისთვის და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თანადგომა გაგვიწია ამ პროექტის განხორციელებისთვის", - განაცხადა თავის მხრივ, "ქართული კულტურის ცენტრის" დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ.

ჰოლანდიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელია თიკა სვანიძე-ვენკო, რომელიც ქართულ კულტურულ პროექტებს უწევს ორგანიზებას. 

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა