არაგვის ხეობაში „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანის სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია

დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილში სხვა მგზავრებთან ერთად სამი ბავშვი იმყოფებოდა. მგზავრებს, მათ შორის ბავშვებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებები შედარებით მსუბუქი ხარისხისაა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276- ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც

გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დუშეთში "ჯიპი" სიმაღლიდან გადავარდა - ავტომობილში 3 ბავშვი იმყოფებოდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს