ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-გასაღების ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძებების შედეგად ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს: 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ.

დანაშაული 6-დან 11 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები იმ დროს ამოიღეს, როდესაც ისინი ნარკოტიკულ საშაულებებს მუსიკალური ფესტივალის დროს ასაღებდნენ. ჰ.ფ.-ს და ა.დ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი პოლიციამ ასევე ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი ორი დღის წინაც დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქეა.

იხილეთ ვიდეო: ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე ირანის სამი მოქალაქე დააკავეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს