ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ

ჩვენ ერთ-ერთ კანდიდატს აუცილებლად დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო არჩევნების საკითხზე კომენტირებისას გურიაში განუცხადა, სადაც კახა კალაძესთან ერთად გუშინ პარტიის ადგილობრივ წევრებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია ჯერ ნახავს საპრეზიდენტო კანდიდატების რა სპექტრი იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე და კონკრეტულ კანდიდატზე ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.

„ჩვენ გვქონდა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს აქტივთან. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატით არ წარვსდგებით ამ არჩევნებში. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი, თუ რა ფორმით ჩაერთვება პარტია ამ საპრეზიდენტო არჩვენებში.

ჩვენ მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთ კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილება თუ არა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ გვარებზე საუბარი ნაადრევია.

„დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჩვენ ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისა, რომელიც ჩამოყალიბდება და 8 სექტემბრის შემდეგ დავასახელებთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს იწურება ვადა, როცა პრეზიდენტობის მსურველმა პირებმა შესაბამისი რეგისტრაციისთვის ცესკოს უნდა მიმართონ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო