კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში გადაწყვეტს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ მხარს არაპარტიულ კანდიდატს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, სადაც ირაკლი კობახიძესთან ერთად პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივ წევრებს შეხვდა.

ამასთან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ კანდიდატების დასახელებას ელოდება.

„პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში დავიწყეთ ჩასვლა, ვხვდებით მერებს, საკრებულოს წარმომადგენლებს, პარტიულ აქტივს. საუბარი იყო შიდა პარტიულ საკითხებზე. არჩევნებს რაც შეეხება, მოვახსენეთ ჩვენი პოზიცია - ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატი არ გვყავს, თუმცა პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი. ცალსახაა ერთი რამ, რომ ეს უნდა იყოს ყველა შემთხვევაში არაპარტიული. შესაბამისად, დაველოდოთ, ვინ იქნებიან კანდიდატები, შეიძლება, კიდევ ვინმე სხვამ წამოაყენოს კანდიდატურა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 10 სექტემბრამდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბება და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო