რუსი მინისტრი - სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება რუსეთის სიმძლავრითა და ავტორიტეტით არის დაცული

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება რუსეთის სიმძლავრითა და ავტორიტეტით არის დაცული, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსმა მინისტრმა სერგეი ჩებოტარიოვმა განაცხადა.

„დღეს, ათი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება რესპუბლიკა, როგორ მიდის წინ ხალხი. ჩვენ ვამაყობთ ამით. რუსეთს არ შეეძლო არ ჩარეულიყო და მოძმე სამხრეთ ოსეთის ერის დასახმარებლად მოვიდა. რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ხალხის უსაფრთხოება რუსეთის სიმძლავრითა და ავტორიტეტით არის დაცული. ვერც ერთი ძალა მსოფლიოში ვერ გაბედავს სამხრეთ ოსეთის ხალხის მშვიდობის დარღვევას“, - განაცხადა რუსმა მინისტრმა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სერგეი ჩებოტარიოვის თქმით, ათი წლის წინანდელი მოვლენები პირველი იყო თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, როდესაც „სრულიად რუსეთმა იგრძნო ეროვნული სულისკვეთებისა და სიამაყის ამაღლება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა