რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკო-ს „რუსთავი 2“-ზე გასული ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს

რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ცესკო-ს „რუსთავი 2“-ზე გასული ინფორმაციის გადამოწმებას სთხოვს. „ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები: „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ახალგაზრდული ცენტრი „ჩვენი თაობა 1921“ მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მოახდინოს დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „კურიერის“ 12 - საათიან გამოშვებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება.

აღნიშნულ სატელევიზიო მასალაში გაჟღერდა, რომ საოლქო და საუბნო კომისიის დონეზე წევრთა შერჩევა ხორციელდება მპგ ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ადგილობრივი-რაიონული შტაბებიდან.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას, ჩანაწერების ავთენტურობის დადგენას და სათანადო რეაგირებას, რათა ამ ყოველივემ არ მოახდინოს ნეგატიური ზეგავლენა საარჩევნო გარემოზე“, - ნათქვამია რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს