პატრიარქი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით მფარველია ჩვენი, რადგან საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაული წირვის დარულების შემდეგ ქადაგებისას განაცხდა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ღვთისმშობლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი დღესასწაულია.

ტაძარში მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის დედა მთელი მსოფლიოსი და განსაკუთრებულად ჩვენი მფარველი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ჩვენ შევთხოვთ მას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს“, - აღნიშნა პატრიარქმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია პრემიერი, რომელმაც საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის