ავსტრალიაში საჯარო მოხელეს არასწორად დასმული მძიმის გამო ხელფასის ასჯერ მეტი ოდენობა ჩაერიცხა

ავსტრალიაში ჩრდილოეთ ტერიტორიის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე მოხელეს ხელფასის ასჯერ მეტი ოდენობა ჩაერიცხა ციფრებში არასწორად დასმული მძიმის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნულ მოხელეს ყოველთვიური ხელფასის სახით 4,926.76 ავსტრალიური დოლარი უნდა მიეღო, თუმცა შეცდომის გამო 492,176 ავსტრალიური დოლარი ჩაერიცხა (360,700 აშშ დოლარი).

აღნიშნული შეცდომა რეგიონის გენერალურმა აუდიტორმა აღმოაჩინა და ადამიანურ შეცდომად შეაფასა.

როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, მოხელემ ცდუნებას გაუძლო და ფული უკან დააბრუნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს