დავით გაბაიძე ფესტივალ „ჯვარიმინდორს“ დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯომარისმოადგილე მერაბ კარანაძე, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ფოლკლორულ ფესტივალ „ჯვარიმინდორს“ დაესწრნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, „ჯვარიმინდვრობას“ 7 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა, მე-18 საუკუნეში აჭარიდან გატანილი ჯვარი, გურიიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ფეხით გადმოაბრძანეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა, ტრადიციულად, მთის მწვერვალი დალაშქრეს, სადაც ქვაზე ჯვრის ფორმა ბუნებრივადაა გამოსახული.

ფესტივალის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, წარმატებები და ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა. გაიმართა კონცერტი, რომელშიც შუახევის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„ჯვარიმინდორი“ ყოველი წლის 28 აგვისტოს, წმიდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა