სამედიცინო რეგულირების სააგენტო მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლოს ნებართვით კლინიკა „ნინოში“ შევიდა

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რამდენიმე კვირის წინ მშობიარე ქალის გარდაცვალების საქმეზე, სამშობიარო სახლ „ნინოდან“ სამედიცინო დოკუმენტაცია ამოიღო, ხოლო ღუდუშაურის კლინიკიდან გამოითხოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუმარტეს, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა, თუმცა რეცენზირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ ისინი შესაბამის ექიმ-სპეციალისტებს გადაუგზავნონ.

„კლინიკა „ნინოდან“ ამოღებულია სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე გამოთხოვილია დოკუმენტაცია ღუდუშაურის კლინიკიდან, ვინაიდან პაციენტის გადაყვანა სწორედ იქ მოხდა. კლინიკური შეფასებისთვის სამედიცინო დოკუმენტაცია საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, რეცენზირებისთვის გადაეგზავნოს შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს სამშობიარო სახლ "ნინოში" მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორმა ნინო კაკულიამ განმარტა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. ნინო კაკულიას ინფორმაციით, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე განმარტებით, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ექსპერტიზა დაადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა