ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირება გაზრდის დაკრედიტებას და ჯანსაღი სესხის მიღებას ალბათობას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის შეფასებით, სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირება კიდევ უფრო გაზრდის დაკრედიტებას და ჯანსაღი სესხის მიღებას ალბათობას.

მინისტრის მოადგილის თქმით, სესხებთან დაკავშირებული ინიციატივები დადებითად აისახება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ნაწილზე.

"სესხებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ინიციატივაა, ეს პირველ რიგში, ჩემი აზრით, განსაკუთრებით დადებითად უნდა აისახოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ნაწილზე. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო მეტი დაკრედიტება და ჯანსაღი სესხი იქნება ამ სექტორში",-განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

1-ელი სექტემბრიდან სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა