ცესკოს სპიკერი ოპოზიციური პარტიების მიმართვაზე - გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ყოველთვის ხდება

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ცესკო, ყველა ჩართული მხარის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს იღებს, რომლებსაც შეისწავლის და გარკვეული მათგანის გათვალისწინება ხდება. ამის შესახებ ანა მიქელაძემ გუშინ ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის ხელმძღვანელობს საერთაშორისო მაღალი სტანდარტებით.

“საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის ხელმძღვანელობს საერთაშორისო მაღალი სტანდარტებით და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები დადებითად არის უკვე წლების განმავლობაში შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამას ის ჯილდოებიც მოწმობს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. ზოგადად, ცესკო, ყველა ჩართული მხარის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს იღებს. არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ზოგადად, არჩევნებში ჩართული ყველა მხარის რეკომენდაციას იღებს, შეისწავლის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ყოველთვის ხდება. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ, რომ წლების განმავლობაში ეუთო-ს გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან უკვე შესრულებულია. საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანია, რომ გამჭვირვალე, სანდო, ყველასათვის ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების მქონე არჩევნები ჩაატაროს, ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ და საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს კიდეც ამ მიმართულებით მუშაობას”,- აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ, რომელიც მათი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფას ეხება. ამასთან, ცესკოსადმი მიმართვაში საუბარია იმაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს.

„არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად, ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ცესკომ გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია საარჩევნო ადინისტრაციის რეფორმა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. აღნიშნული რეფორმის განსახორციელებად საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა, მათ შორის შესაბამისი კადრების გადამზადების კუთხით“,- ნათქვამია მიმართვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა