ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი - ხორბლის გადამზიდი მანქანები სპეციალურად ხორბლისთვის არ არის შექმნილი და მძღოლებს მათი ალტერნატიულად გამოყენებაც შეუძლიათ

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის გადამზიდი მანქანები სპეციალურად ხორბლისთვის არ არის შექმნილი და მძღოლებს მათი ალტერნატიულად გამოყენებაც შეუძლიათ.

ამის შესახებ სილაგავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომლითაც შეაფასა ფინანსთა მინისტრის დადგენილება, რომ სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი. სილაგავა ასევე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არის მცდელობა, მანქანების მძღოლებისთვის, რომლებიც ხორბლის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, ალტერნატიული სფეროები იქნას მოძიებული.

„მთავრობის გადაწყვეტილების შეფასება ჩემთვის ცოტა რთულია, რადგან ჩვენ გავიგეთ ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა გამოქვეყნდა დადგენილება. როგორც დადგენილებაში წერია, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ დიდი რიგები იქმნება ლარსის საბაჟოზე და ხელი ეშლება ტურიზმს, ეს არის სულ. თუ იმას ვამბობთ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში მარაგების მხრივ, განვმარტავ, რომ შემოსული ხორბლის რაოდენობაში ავტომანქანით შემოსული ხორბლის წილი არის 10-15%, ანუ მარაგების მხრივ საქართველოს სჭირდება თვეში დაახლოებით 50-60 ათასი ტონა ხორბალი და ავტომანქანებით შემოტანილი ოდენობა ამ ციფრზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. რაც შეეხება ალტერნატიურ სამუშაოებს მძღოლებისთვის, აქაც ჩემგან კომენტარი შეიძლება არ იყო სწორი, მაგრამ რადგან სპეციფიკა ვიცით ხორბლის მანქანებით გადაზიდვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს მანქანები უმეტესწილად არ არის სპეციალურად ხორბლის სატარებელი მანქანები. მათ სხვა ტვირთის გადაზიდვაც შეუძლიათ, მათ შორის შეუძლიათ გადაზიდონ ატამი, სიმინდი, ლიმონათი, ბორჯომი და ა.შ. ანუ ალტერნატივა არის. ისევე როგორც ჩვენი წისქვილები ცდილობენ, რომ მანქანებით სხვა გადაზიდვები განახორციელონ პარალელურად, როცა მაგალითად, ხორბალი მოდის ფოთიდან და აქედან წასვლისას მანქანებს გადააქვთ სხვა პროდუქცია“, - განაცხადა სილაგავამ.

რაც შეეხება მეწარმეთა ნაწილის შეფასებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მთავრობის გადაწყვეტილებამ საბოლოო ჯამში პურის ფასის მომატება გამოიწვიოს, სილაგავა აცხადებს, რომ ფასების მომატებაში როლს უფრო სხვა ფაქტორები თამაშობს და ეს არის მსოფლიოში არსებული ხორბლის მცირე მოსავალი და ლარის კურსის თამაში დოლართან მიმართებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა